მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა

500 000-ზე მეტი დაინფიცირებული
1585241668
COVID-19

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 0,5 მლნ-ს გადააჭარბა და 503 218 შეადგინა. ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი კი 22 340-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 121 227 ადამიანი.

ინფექცია მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. პანდემიის გამო უამრავ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მთლიანად აკრძალულია საჰაერო მიმოსვლა.