მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო ლიდერობს

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1584629197
COVID-19

საქართველო რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში ლიდერად რჩება. 19 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ოთხივე მეზობელ ქვეყანაში საქართველოს მაჩვენებელს აღემატება.

ყველაზე მეტი - 199 ინფიცირებული რუსეთშია, მათგან ერთი 19 მარტს გარდიცვალა. მეორე ადგილზე 191 ინფიცირებულით თურქეთია, სადაც ვირუსმა უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 122-ს მიაღწია სომხეთში, აზერბაიჯანში კი 44-მდე გაიზარდა. ერთი მსხვეროლი ამ ქვეყანაშიც დაფიქსირდა.

საქართველოში 19 მარტს ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვინდა და მათმა ჯამურმა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.

საქართველოსა და სომხეთში მსხვერპლი არ არის, თუმცა კორონავირუსით საქართველოს 1 მოქალაქე ესპანეთში გარდაიცვალა, რომელსაც ვირუსთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.