მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ ის შედეგი დადო, რაც გერმანიამ"

გერმანია საქართველო კორონას წინააღმდეგ
1586382223
COVID-19

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციონოლოგიის განყოფილების ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ჟამურაშვიმაი გერმანიაში კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკაზე "ტვ პირველთან" ისაუბრა.

ჟამურაშვილის თქმით, განსხვავებული ტექნიკური რესურსის მიუხედვად, საქართველომ კორონავირუსთან პრძოლაში გერმანიის მსგავსი შედეგი აჩვენა.

"მე ამაყი ვარ და მიხარია ის მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია. საქართველომ ის შედეგი დადო, რაც გერმანიამ. გერმანია ახლა მეორე ეტაპზეა, ასევე საქართველოც. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შიდა გავრცელების ფაზაში საქართველო ისეთივე წარმატებული ვერ აღმოჩნდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ გაართმევს თავს. საქათველოს გერმანიასთან შედარება ცოტა რთულია და შეცდომაა, იმიტომ რომ ქართველ ექიმს არ აქვს ის რესურსი, რაც გერმანიას შეუძლია.

ახლა უკვე ვირუსის მეორე ფაზაში გერმანიაში კვირაში ნახევარი მილიონი ტესტი ტარდება. როდესაც მოდის კლინიკაში პაციენტი ან რჩება ჰოსპიტალში, ან მიდის სახლში. ჩვენთან ტესტის პასუხები უკვე 24 საათში მოდის, 2 კვირის წინ კი 3-4 დღის განმავლობაში ველოდებოდით.  

მისივე თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პანდემიასთან გერმანიის წარმატებული ბრძოლა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის სწორად მომზადებისა და საზოგადოების მენტალიტეტის დამსახურებაა.

ჟამურაშვილი გერმანიაში პაცინტებთან მიდგომასა და მკურნალობის მეთოდებზე ჰყვება. მისი თქმით, ადამიანს კლინიკიდან იმ შემთხვევაში უშვებენ სახლში, თუ თვითიზოლაციის საშუალება აქვს და ამასთან მისი ჯანმრთელობის მდგობარეობა შინ ყოფნას შეესაბამება.

"გერმანიამ მომზადება 30 დეკემბრიდანვე დაიწყო, 2 იანვარს უკვე იცოდნენ რომ ეს იქნებოდა პანდემია.

პირველი ფაზა მარტის შუა რიცხვებამდე იყო, როდესაც ყველა პაციენტს სათითაოდ დავსდევდით, ვიკვლევდით და ჯაჭვის გამოვლენას ვცდილობდით. გერმანიაში ახლა ვირუსის მეორე საფეხურია. მაგრამ პირველი საფეხური ქვეყანამ კარგად გამოიყენა, იანვრიდან მოყოლებული, დაიწყო იზოლაცია და პარალელურად ჰოსპიტალების მომზადება, ექიმების გადამზადება და გეგმიური ოპერაციების გადადება.

აღსანიშანვია, რომ გერმანელი პაციენტები ძლიან დამჯერები არიან, თვითიზოლაცია იქ მარტივი დასაცავია. ექიმი რომ ეტყვის, უნდა იყო სახლში, ის არ გავა გარეთ. მოსახლეობის 80% ასეთია. ასევე განსხვავდება მათი ცხოვრების წესი. სამხრეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, აქვთ თვითიზოლაციის საშუალება, აქ ერთად რამდენიმე თაობა არ ცხოვრობს.

რაც შეეხება თვითიზოლაციით ვირუსის ჩახშობას, ეს არის ფანტაზია. იანვარშიც ვიცოდით, რომ მსოფლიოს მოსახლობის 70% ინფიცირდებოდა, ჩვენ ველოდებით იმუნიტეტის განვითარებას, ხოლო იზოლაცია ექიმებს გვჭირდება იმიტომ, რომ ეტაპობრივად მოვიდნენ პაციენტების ჩვენთან, რათა გასწვდეს მედიცინის რესურსი", - განაცხადა ჟამურაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი ჩინეთის პროვინციაშ, ვუჰანში 30 დეკემბერს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას გლობალური საფრთხე უწოდა და 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ინფიცირების 211 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.