მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები გადამზადდებიან

სამედიცინო ტურიზმი
1603698653
COVID-19

სამედიცინო ფაკულტეტის უფროსკურსელი სტუდენტები გადამზადდებიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მედიას კი, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აცნობა.

მინისტრის ინფორმაციით, უფროს კურსელები სწრაფ კურსს გაივლიან, 1 კვირაში შეიქმნება ბაზა, რომლებიც კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან და ექიმებს დაეხმარებიან.

„მაქსიმუმ 1 კვირაში იმ უფროსკურსელების ბაზა გვექნება, რომლებმაც სწრაფი ტრენინგი გაიარეს და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს.

მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი, მრავალი განზომილება იქნება და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, ჩვენი უფროსკურსელი სტუდენტები მათ ამაში დაეხმარებიან“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობაა 30 303, აქედან 11 370 პაციენტი განიკურნა, 215 კი გარდაიცვალა.