მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 11 000-მა მოქალაქემ გაიარა“ - ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე
1616783856
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 11 000-მა მოქალაქემ გაიარა.

ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ვაქცინაციის პროცესი გადანაწილებულია ამ პერიოდისთვის მხოლოდ 14 აპრილამდე, შემდეგ კი დამატებითი დოზები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი.

„დღესდღეობით რეგისტრირებულია 11 000-ზე მეტი მოქალაქე და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ნახევარი არის Pfizer-ზე რეგისტრირებული და დანარჩენი რეგისტრირებული არის AstraZeneca-ზე. ეს არ არის მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ Pfizer-ის მარაგი ამოიწურა.

აქ მნიშვნელოვანი იყო ის კალენდარული გადანაწილება, რომელიც სამინისტროს ჰქონდა დადგენილი და ეს ვაქცინაციის პროცესი გადანაწილებულია ამ პერიოდისთვის მხოლოდ 14 აპრილამდე და 14 აპრილის შემდეგ ერთკვირიანი ფანჯარა კიდევ დამატებით გაიხსნება დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და დამატებითი დოზები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

‼️შეეხებათ თუ არა შეზღუდვები ვაქცინირებულ პირებს? - NCDC-ის განმარტება

‼️„უკვე მრცხვენია, ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის“ - დავით მრელაშვილი