მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებშიც ჩატარდეს

კორონავირუსის ტესტირება
1607071893
COVID-19

კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებშიც ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ეს არ არის გამორიცხული. ტესტირების აღებისთვის შესაბამისი სივრცეა საჭირო. თუ ვნახავთ, რომ კლინიკები საკმარისი არ არის, შესაძლოა, ესეც განხილული იყოს. აფთიაქში უნდა იყოს საშუალება, რომ იქ გამოიყოს ტესტირებისთვის სპეციალური სივრცე.

ვფიქრობ, რომ თუ თბილისის მასშტაბით 40 ამბულატორია არ იქნება საკმარისი, შეიძლება ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, გამოყენებული იყოს სტომატოლოგიური კლინიკებიც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 დეკემბრიდან 2 თებერვლამდე ქვეყანაში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს.

👉 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი უფასოა და ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 მოქალაქეს გაუკეთდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ამირან გამყრელიძე: განმეორებით ინფიცირების შესაძლო შემთხვევებზე კვლევა მიმდინარეობს

თამარ გაბუნია: 17 წლის გოგოს გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება

ამირან გამყრელიძე: მოქალაქეებს მოვუწოდებ უფასო ტესტირების შესაძლებლობით ისარგებლონ