COVID-19

კორონავირუსზე ტესტის ჩატრების პრინციპი იცვლება

ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
00:40 01.04
დაკოპირებულია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, შეიქმნა 3 ალგროთმი, რომლის მიხედვითაც კორონავრუსზე ტესტების ჩატრების პრინციპი იცვლება.

მედიკოსი ამბობს, რომ შიდაგადადების ფაზაში, COVID-19- ზე ტესტი იმ უსიმპტომო პაციენტებსაც ჩაუტარდებათ, რომლებიც რისკჯგუფში შედიან.

"შევთანხმდით ახალ პროტოკოლზე, რომელიც დღემდე მოქმედისგან პრინციპულად განსხვავდება. აქამდე არსებული მხოლოდ იმ პირების ტესტირებას გულისხმობდა, ვისაც მწვავე რესპირაციული სიმპტომები - ცხელება ან ციება აღენიშნებოდა; მეორე პირობა იყო - ამ პიროვნებას აუცილებლად ჰქონოდა რისკის შემცველი ნიშნები, მაგალითად - მოგზაურობა მაღალი რისკის ქვეყნებში, მიეღო ამ ქვეყნებიდან სტუმარი ან მგზავრობის ისტორიის მქონე პირთან ყოფილიყო კონტაქტში. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს სრულიად საკმარისი იყო ვირუსის შეკავების ფაზაში.

ახლა, როდესაც დაიწყო შიდა გადადება, შეიცვალა პროტოკოლი. შეიქმნა 3 ალგორითმი, რის მიხედვითაც მოხდება ადამიანზე ტესტირების ჩატრება. პირველი დარჩა უცვლელი - ანუ ვინც აქამდე ექვენდებარებოდნენ ტესტირებას, მათთვის არაფერი შეცვლილა. ამას დაემატა მეორე პაკეტი - უსიმპტომო პირები, რომელთაც არა აქვთ ნიშნები, მაგრამ არსებობს რისკი, მაგალითად - იყვნენ შემხებლობაში რისკის ქვეყნებში მოგზურობის მქონე ისტორიის პირთან.

მესამე პაკეტი - ვინც მკურნალობენ საავდმყოფოებში, დადიან ბინაზე და აქვთ სიმპტომები, მაგრამ რისკის ფაქტორები არ გააჩნდათ, ანუ სტკივა ყელი, ახველებს, მაგრამ არსად უმოგზაურია და არ ჰქონია კონტაქტი მოგზაურობის ისტორიის მქონე პირთან", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა 110 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

covid-19

კახეთში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა...

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდვირუსი 54 წ...
17:11 31.05
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს...
17:52 31.05
ექსპერტის თქმით, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, ის და მისი ახლობლებიც იყვნენ ბინძური რე...
17:13 31.05
„პოლიტპატიმრებზე" რაიმე განცხადება გვესროლოს სამარცხვინო ნაცოპოზიციამ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი...
16:57 31.05
„ასეთი მაღალი და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უ...
16:56 31.05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგი 2020 6 თურნავა: გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემ...
„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიც...
ისანში კაცი დაჭრეს
ისანში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც PIA.GE-ს შსს-ს განუცხადეს, მომხდარზე...
14:44 31.05
ამირან გამყრელიძე: პანიკის არავითარი საფ...
დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შე...
ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ე...
ლატარიის თამაშის დროს ლატარიის მოყვარულები ქველმოქმედები ავტომატურად ხდებიან, რა...