მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავრუსით ინფიცირებული ქართველი პაციენტი: დავკარგე ყნოსვის და გემოს შეგრძნება

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585477549
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულმა, კორონავირუსით ინფიცირებულმა დიმიმ სტურუამ კარანტინში ყოფნისა და კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ვირუსის სიმპტომები მას კარანტინში ყოფნის ერთი კვირის თავზე გამოუვლინდა. როგორც ინფიცირებული პაციენტი ამბობს, თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი, რაც ამ დრომდე აწუხებს, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვაა.

"საფრანგეთიდან17 მარტს ჩამოვედი საქართველოში, ჩამოსვლისას არანაირი სიმპტომი არ მიფიქსირდებოდა, გადამიყვანეს კარანტინში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში არანაირი სიმპტომი არ გამომივლინდა. მეორე დღეს გემოს და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, მაგარამ ამას არ მივაქციე ყურადღება. კარანტინში ყოფნის ერთი კვირის თავზე მომცა სიცხე 37,5. ამტკივდა ყელი, დავრეკე სასწრაფოში და გადმომიყვანეს ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში. გამიკეთეს ანალიზი და 4-5 საათში დადსტურდა, რომ მქონდა ვირუსი", - განაცხადა დიმიმ სტურუამ "ტვ პირველის" ეთრში.

სტურუამ საქართველოში ჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთიდან მგზავრების ევაკუაცია და საკარანტინო რეჟიმი აბსოლუტური წესების დაცვით წარიმართა.

"7 კაცი ვისხედით ერთ დიდ ავტობუსში, დაცული იყო დისტანცია. ამასთან, როგორც კი ქვეყანაში ჩამოვედი, ისე გადამიყვანეს საირმის სასტუმროში, რომ შეხება არავისთან მქონია, იქაც კი საკვებს კართან გვიტოვებდნენ., მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო დაცული", - განაცხადა დიმიმ სტურუამ.

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში  COVID-19-ისგან 18 ადამიანი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში 4717 პირი იმყოფება. ამავე მონაცემების თანახმად, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 მოქალაქე რჩება.