მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდბარათის აღება ყველა მომხმარებლისთვის უფასოა - იუსტიციის მინისტრი

კოვიდბარათის აღება ყველა მომხმარებლისთვის უფასოა
1630422915
COVID-19

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, მომხმარებლებისთვის კოვიდბარათის აღება სრულიად უფასოა.

მინისტრმა მომხმარებლებს მიმართა და მოუწოდა, რომ აღნიშნული სერვისით ისარგებლონ.

ბრეგაძის თქმით, ორშაბათიდან ახალი კოვიდბარათების გაცემა ახალი დიზაინით დაიწყება.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით იუსტიციის სახლებში დავიწყეთ კოვიდბარათების გაცემა. სრულიად ახალი დიზაინით დავიწყებთ ახალი კოვიდბარათების გაცემას ორშაბათიდან. ეს პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ეს მომხმარებლებისთვის სრულიად უფასო სერვისია. რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მოვუწოდებ, რომ აღნიშნული მომსახურებით ისარგებლონ და აიღონ კოვიდბარათი, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ დადასტურება, რომ აცრილები არიან და ასევე, ყოველთვის განახლებული იქნება PCR ტესტის შედეგი.

ბუნებრივია ეს დაეხმარება მათ იმ შეღავათების მიღებაში, რომელსაც როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორი ორჯერ აცრილ პირებს შესთავაზებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში საუბრისას.

ამავე თემაზე 👇

👉 სად და როგორ უნდა ავიღოთ კოვიდბარათი?