მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფექციით გარდაცვლილი პაციენტებიდან 2 თბილისში, 2 კი ბათუმში მკურნალობდა

საავადმყოფოს დერეფანი
1602919437
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 2 თბილისში, 2 კი ბათუმში მკურნალობდა.

„გარდაცვლილია 4 პაციენტი, რაოდენობით დღეს უფრო ნაკლებია. ესენი გახლავთ 2 თბილისში და ორი ბათუმში. 70-ზე მეტი კრიტიკული პაციენტია“, - აღნიშნა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფექციურ სავადმყოფოს, მარინა ენდელაძის თქმით, ცენტრში ამჟამად მკურნალობს 64 კოვიდინფიცირებული.

„მათ შორის ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში 6 პაციენტი იმყოფება, აქედან 4 სიპაპ რეჟიმზეა. დანარჩენი პაციენტები მოთავსებულია 3 განყოფილებაში. მათი უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალოზე მძიმე“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.