მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების 9800 შემთხვევა - ეპიდვითარება საფრანგეთში

დროშა პარიზში
1599838184
COVID-19

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები worldometers-მა განაახლა.

ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში კოვიდვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 30 813-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დამარცხება 88 742 პაციენტმა შეძლო.

საფრანგეთში კოვიდინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 353 944-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი. მიმდინარე წლის 20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.