მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1597302760
COVID-19

დღეს, 13 აგვისტოს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 2-ის წყაროა ლენჯერი, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 კი, იმპორტირებულია. იმპორტირებულ შემთხვევებს შორის 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 198 პაციენტი.

„198 პაციენტიდან 7-ს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა. 17 პაციენტი არის მძიმედ მიმდინარე. მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტები არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. საბოლოოდ გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 83%, ლეტალობის მაჩვენებელი 1.33%“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1283 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 1068 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.