მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

კორონავირუსი, 2020
1596265959
COVID-19

კორონავირუსით ინფიცრების სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ინფიცირებულები სატვირთოს მძღოლები არიან.

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 1171-ს, ხოლო განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 947-ს შეადგენს.

საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევეა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. უკანასკნელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 207 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.