მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის კაცია

ექიმი მარინა ენდელაძე
1601450501
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის კაცია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ვირუსით ინფიცირებულ პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“. მას მძიმე, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე, მოციმციმე არითმია“, - აღნიშნა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს ენდელაძე ამბობს, რომ ცენტრში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ექიმის თქმით, მათგან 1 კრიტიკულ მდგომარეობაშია, თუმცა მცირედი დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

ინფორმაციისთვის, დღეს, 30 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 796 გამოჯანმრთელდა.