მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 881 პირი მძიმე მდგომარეობაშია

საავადმყოფოს დერეფანი
1606115759
COVID-19

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 482-ს შეადგენს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სიჭინავამ აღნიშნა, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 2 762 პაციენტი.

ამასთან, სიჭინავას თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში - 26.

რაც შეეხა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ პაციენტებს, სიჭინავა ამბობს, რომ მათი რაოდენობა 330-ს შეადგენს.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 147, იმერეთში - 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 60, იმერეთში - 41.3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 - თბილისში, 1 988 - აჭარაში, 316 - იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - აღნიშნან სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

🔴 40 მლნ გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის უახლესი გლობალური სტატისტიკა