მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს ინდოეთშიც გადააჭარბა

კორონა ინდოეთი
1589979625
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს კიდევ ერთ ქვეყანაში - ინდოეთში გადასცდა. 20 მაისის მონაცემებით, ინდოეთში COVID 19-თ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 107 789-ს შეადგენს, საიდანაც 3316 გარდაიცვალა, 42 914 კი გამოჯანმრთელდა.

2 თვის წინ, 20 მარტს, ინდოეთში ინფიცირების 249 შემთხვევა ფიქსირდებოდა და ეპიდემიას ზრდის დაბალი ტემპი ახასიათებდა, თუმცა აპრილიდან ყველაფერი შეიცვალა და უკვე 20 აპრილს ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 539-ს მიაღწია. 1-ლი მაისიდან მოყოლებული ყოველდღიურმა ზრდის ტემპმა 2000-ს, 16 მაისიდან კი 4000-ს გადააჭარბა.

ინდოეთმა მკაცრ კარანტინს ეპიდემიის გავრცელებიდან მალევე მიმართა. ინტერნეტში უამრავი ვიდეო გაჩნდა სადაც პოლიცია საგანგებო მდგომარეობის დამრღვევ პირებს ფიზიკურად უსწორდება და ხელკეტით სცემს. ნიუ დელისთვის სასურველი შედეგი ვერც ასეთმა მიდგომამ გამოიღო.

ინდოეთი მე-11 სახელმწიფოა, სდაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, ამ ზღვარს უახლოვდება პერუც.