მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მლნ-ს გადააჭარბა

კორონავირუსი
1591539405
COVID-19

მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 7 მლნ-ს გადააჭარბა, მათგან 49% - 3.43 მლნ გამოჯანმრთელდა, 5.7% - 402 ათასი გარდაიცვალა, 45.3% - 3.18 მლნ მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.

ყველაზე მეტი 1.99 მლნ ინფიცირებული შეერთებულ შტატებზე მოდის. პრაქტიკულად ყოველი 100 ინფიცირებულიდან 28 ამერიკელია. მეორე ადგილზე 676 ათასით ბრაზილიაა, მისი წილი 9.6%-ს აჭარბებს. სამეულს 467 ათასით რუსეთი ასრულებს, თუმცა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სხვა ავტორიტარული ქვეყნების მსგავსად ნაკლებად სანდოა, ისინი როგორც ინფიცირებულების, ასევე გარდაცვლილთა სტატისტიკას აყელბებენ და შემცირებულ რიცხვებს აქვეყნებენ. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 ათას კიდევ 4 ქვეყანაში: ესპანეთში, ინდოეთში, ბრიტანეთსა და იტალიაში აღემატება.

ინფიცირებულთა რაოდენობის მსგავსად, გარდაცვლილთა რაოდენობითაც - 112 ათასი დაღუპული პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, მეორეზე ბრიტანეთია, სადაც ვირუსმა 40 000-ზე მეტი პირი შეიწია, ხოლო მესამეზე 36 000 გარდაცვლილით ბრაზილია. გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს ასევე იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანთა მინიმუმ 80%-ის შემთხვევაში დაავადება უსიპტომოდ მიმდინარეობს ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ამავე დროს გაცილებით დაბალია სიკვდილიანობის რეალური კოეფიციენტი, ზოგიერთი კვლევის თანახმად 0.5%-ზე ნაკლებიც კი. ვირუსი უსიმპტომო ადამიანსაც გადააქვს, თუმცა სიმპტომების მქონე პაციენტთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებად.

ინფექციური საავადამყოფოს გენერალური დირექტორის თენგზიზ ცერცვაძის განცხადებით საქართველოში 1000 ადამიანზე ჩატარებული კვლევიდან დაავადება გადატანილი 0.6-1 პროცენტს აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციის მთელ მოსახლეობაზე გადაანგარიშების მეთოდით დაავადებაგადატანილ პირთა რაოდენობა 22 000 - 37 000 ადამიანს აღწევს. სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით შესაძლოა მათ ქვეყანაში ვირუსი არა 13 000-ს, არამედ 100 000 ადამიანს ჰქონდეს.

მოლოდინი იმის შესახებ, რომ ზაფხული ვირუსს გააქრობდა ტყუილი აღმოჩნდა. დადასტურებულად ვერავინ ამბობს, თუმცა მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, რაც პირველზე უფრო მასშტაბური იქნება.