მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1617793000
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ იმსჯელა. 

როგორც ტიკარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ-ერთი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ჩინური სინოფარმის გამოყენებას ეხება.

„დღეს საბჭომ რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე იმსჯელა. საკითხები იყო, რასთან დაკავშირებითაც შევჯერდით, რომ განვიხილავთ დამატებით შემდეგ კვირაში.

კერძოდ, ეს გადაწყვეტილება ეხებოდა სინოფარმის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე და ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მეტად უფრო ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ამისათვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად განიხილავს, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე. შევადგენთ სიებს იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია და ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას“, - აცხადებს ტიკარაძე.

ამავე თემაზე:

✔️ ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება მოქალაქეებს ახალ ვებ-პორტალზე შეეძლებათ

✔️ „ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მაგრამ ის გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან“- თენგიზ ცერცვაძე

✔️ გიორგი ვოლსკი ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრა