მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულუმბეგოვი: ინფიცირების მხრივ სომხეთის შემთხვევები სანატრელი მიხდება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1606646041
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას და დაწესებულ შეზღუდვებს განიხილავს.

როგორც ალერგოლოგმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა და ექიმები ამას გაცილებით გამძაფრებით გრძნობენ, როდესაც ათასობით ადამიანთან აქვთ კომუნიკაცია.

„უმძიმესი სიტუაციაა, რთულია ამდენი დაავადებული ადამიანის გამკლავება, თანაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში, როდესაც ყველაფერი წესრიგში არ არის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ის აგრეთვე შეეხო დაწესებულ ცვლილებებს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

„2 კვირის შემდეგ უნდა დავიწყოთ ათვლა. ეს შეზღუდვები სიკვდილობის მაჩვენებელზე საკმაოდ გვიან აისახება. ჩვეულებრივად რომ დარჩენილიყო სიტუაცია ექვსი ან შვიდი ათასი შემთხვევა გვექნებოდა დეკემბრის ბოლოს, ყოველდღიურად. სიკვდილობის მაჩვენებელი კი იანვრიდან შეიძლება 150 ადამიანამდე ასულიყო.

ეს ის კატასტროფული სცენარია, რომლის საპირწონედაც არაფერი არ დევს.

ამას ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენ შეიძლება თვის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გაგვეწირა და მეტს აღარ ვიტყვი“, - დასძინა იმუნოლოგმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, საქმე გვაქვს შემთხვევების უპრეცედენტო გეომეტრიულ ზრდასთან.

„მარტივ სიტუაციაში არ ვართ, წინ სერიოზული ზამთარი გველოდება. 2000 ინფიცირებულამდე თუ ჩამოვალთ დღიურად, ძალიან კარგი იქნება. სომხეთი სანატრელი გამიხდა, როცა ყოველ დღე ვუყურებ ციფრებს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მოდუნდა საზოგადოება ზაფხულის პერიოდში, როდესაც ბათუმი არ ჩაიკეტა.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 1 230 შემთხვევა გვაქვს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ორთვიანი შეზღუდვები

ეპიდვითარება საქართველოში