მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულუმბეგოვი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხის განხილვას ადასტურებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1605813168
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხზე ისაუბრა.

ექიმმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება.

„დიახ მე ამას ვადასტურებ. ვიყავი ამ შეხვედრაზე. გვითხრეს, რომ შემდეგ კვირაში შესაძლოა ისევ მოგვიწვიონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორია პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ რაც შეიძლება მალე იყოს, რადგან დრო არ დაიკარგოს. დღეს თუ ხვალ მაინც იქნება გადაწყვეტილება მისაღები, რომ ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ პაციენტების 37% მოთავსებულია კლინიკაში. კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვნად დამაზიანებელი ციფრია.

„პაციენტები ნაცნობობით, მეგობრობით დარეკვით და ასე შემდეგ გართულების თავიდან აცილების მიზნით ცდილობენ კლინიკებში მოთავსდნენ. ეს ჰოსპიტალური სექტორის სერიოზულ გადატვირთვას მოგვიტანს“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში სულ გამოვლენილია 93 092 შემთხვევა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა

🔴 გაბუნია: ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს