მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულუმბეგოვი: უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1606903745
COVID-19

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა.

„კლინიკებში სწორედ ნაცნობობით მოხვედრა უნდა დასრულდეს. 6 000-ზე მეტი ადამიანია კლინიკაში და ეს მინიმუმ 10%-იანი სიჭარბეა.

მინიმუმ 1000-მდე ადამიანი არ უნდა იყოს, რაც ავტომატურად გაათავისუფლებს ადგილს იმ პაციენტებისთვის, ვისაც რეალურად სჭირდება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ იგივე პერიფერიაზე ექიმებს უკეთესად ჰქონდეთ ინფორმაციული წვდომა.

„ჩვენი ბევრი მოქალაქე ჩართულია ამ პროცესში, მაგრამ თავისი სურვილით. სად გვყავს დასაკარგი და ურთიერთსაბრძოლველი ექიმები? ახლა ყველა ერთი გუნდის ნაწილი უნდა იყოს“, - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🛑 ბიძინა კულუმბეგოვი: ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, არსებული ფასები წარმოუდგენელია

🛑 „მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა, ჩემს ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს“ - ეკატერინე ტიკარაძე