მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

პალატაში პაციენტი
1591170112
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, 60 წლამდე კაცი ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს.

მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კაცს თანმხლები დაავადებები აღენიშნება.

ექიმის თქმით, მას საკარანტინო ზონიდან გასვლის ვადა ეწურებოდა, საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს.