მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1596999089
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი მოათავსეს. პაციენტი მესტიიდან არის.

ასაკოვან ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში შეიყვანეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას პნევმონია აღენიშნება და აგრეთვე, თანმხლები დაავადებები აქვს.

ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 პაციენტი მკურნალობს.