მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1599290053
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტებს ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან სრულად განიკურნენ.

„რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ პასუხები ლაბორატორიიდან. სულ კორონავირუსზე საეჭვო 20-მდე პაციენტი იქნა გამოკვლეული, მათგან ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ კლინიკას კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 9 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას",- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციური კლინიკა ჯამში, 67-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.