მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
1606381406
COVID-19

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალმა დაამარცხა.

საუკუნეს გადაცილებული მოხუცი ქუთაისის მკვიდრია და სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, ასაკის მიუხედავად, ქალბატონი აქტიურია და კლინიკაში სხვა პაციენტების გამხნევებას ცდილობს. ის კლინიკას უახლოეს ორ დღეში დატოვებს.

„ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები,”-ამბობს მაგდა კოსტავა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3801 შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 1 293 თბილისი, 793 იმერეთი - როგორია კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა