მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში „ენერგო პრო ჯორჯიას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ენერგო პრო ჯორჯია
1600247654
COVID-19

ქუთაისში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სერვისცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სერვისცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა და მათ პასუხს ელოდებიან.

„ოფისი ამ დროისთვის გადასულია დისტანციურ მართვაზე, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები“, - განმარტავენ „ენერგო პრო ჯორჯიაში“.

ჯერჯერობით უცნობია დაინფცირების წყარო, თუმცა, სერვის ცენტრი და N32-ე საჯარო სკოლა ერთ უბანში მდებარეობს. შესაბამისად, შესაძლოა N32-ე სკოლის კლასტერი იყოს.

ბოლო 24 საათში, ქალაქში ვირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ყველა ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.