მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ 21 ადამიანს დაუდასტურდა

ქუთაისის მერია
1599895333
COVID-19

საქართველოში დადასტურებული 158 ახალი შემთხვევიდან 21 ქუთაისში გამოვლინდა. ამის შესახებ ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 21-დან 2 სპეციალურ კარვებში დადასტურებული შემთხვევაა, რომელიც #32 საჯარო სკოლის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტებია. დანარჩენი 19 შემთხვევაც ამავე სკოლას უკავშირდება, შესაბამისად, ქუთაისში ახალი კლასტერი არ გაჩენილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის ლაბორატორიამ გასული 24 საათის განმავლობაში 1167 ნიმუში გამოიკვლია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 2075-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 1363 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.