მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

კლინიკა ბომონდის შენობა
1600438773
COVID-19

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 38 კვირის კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარდა. ორსული ქალი ქუთაისში ბათუმის სამშობიარო სახლიდან 18 სექტემბერს გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალშობილსა და დედას ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდათ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციისთვის, ბათუმის სამშობიარო სახლში 15 კოვიდინფიცრებული ორსული პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.