მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ექიმს, რომლის დედასაც კორონავირუსი აქვს, ინფექცია არ დაუდასტურდა

სასწრაფოს მანქანა ქუჩაში
1586192410
COVID-19

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ექიმს, რომლის დედასაც კორონავირუსი აქვს, ინფექცია არ დაუდასტურდა. ამის შესახებ PIA.GE-ს ქუთაისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია რუხაძემ განუცხადა.

მედიკოსის 63 წლის დედა ქუთაისის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და მისი ინფექციურ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. სასწრაფოს ექიმი იზოლაციაში იმყოფებოდა.

დღეს ქუთაისის ლაბორატორიამ 23 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.

შეგახსენებთ, იმერეთში სულ 5 საკარანტინო სივრცეა. ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო, კარანტინიდან დღეს 50 მოქალაქე მოიხსნა და რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 383 მოქალაქეა. თვითიზოლაციაში კი მხოლოდ 89 მოქალაქე რჩება.