მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში, სპეციალურ კარავში კორონავირუსზე უფასო ტესტირება დაიწყება

ქუთაისში კორონაზე უფასო ტესტირება დაიწყება
1599757539
COVID-19

ქუთაისში, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, საღამოს, ქალაქის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა, სადაც დილიდან მოქალაქეთა უფასო PCR კვლევა დაიწყება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის N32 საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთ აიპ-ში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თვითიზოლაციაში იმყოფებიან საჯარო სკოლის ის თანამშრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა მათთან კვლევამ ვირუსის არსებობა არ დაადასტურა.

თვითიზოლაციაში იმყოფებიან აგრეთვე „ვენდისის” თანამშრომლებიც, ხოლო ობიექტი დაკეტილია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ამგვარი სცენარი მოსალოდნელი იყო.