მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1627807724
COVID-19

„ყველანი გავთამამდით და არ ვარიდებთ თავს ხალხმრავალ შეკრებებს. ქორწილები, ჭირისუფლები და ა.შ. ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა შემთხვევების მატება. საკურორტო ზონები გადატვირთულია, მაშინ როდესაც ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია“, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია არის ქვეყანაში შექმნილი იმისთვის, რომ საყოველთაო ვაქცინაცია ჩატარდეს.

„გასაგებია, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი პანდემიის მართვაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ადამიანები დაუჯერებენ. თუ არ დაუჯერებენ, სახელმწიფო არ არის სასწაულმოქმედი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს.

ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს.

იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 792 ადამიანი აიცრა

📣„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს, ამ მაჩვენებლით, ის ჩუტყვავილას გაუტოლდა“ - ივანე ჩხაიძე

📣„კორონავირუსის უფრო მეტი შტამი გაჩნდება, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს“ - ჯანმოს დირექტორი