მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87%“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1612338330
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87%, რაც კარგი მაჩვენებელია. 

მისი თქმით, პოზიტიურ დინამიკას შენარჩუნება სჭირდება.

„დღეს დილისთვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი არის 4,3%, ხოლო ბოლო ორი კვირის მონაცემებით არის 4,6% და ბოლო 7 დღის განმავლობაში გვაქვს 3,87%.

თუ რამდენიმე დიდ რეგიონს ავიღებთ, დღეს დილისთვის აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი არის 1%, თბილისში -5%, იმერეთში - 6%, ქვემო ქართლი - 3%. ბოლო 14 დღეში აჭარაში ეს მაჩვენებელი არის 2% , თბილისში - 4% , იმერეთში - 6%, ქვემო ქართლში - 4%. ბოლო 7 დღეში კი აჭარაში - 1%, თბილისში - 4% , იმერეთში - 4% და ქვემო ქართლშიც -4%.

ხაზს ვუსვამ, რომ მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით ამ დიდ რეგიონებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, აუცილებელია პირბადის გამოყენება გაგრძელდეს ყველგან, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში, რათა კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტიანობა იყოს მაღალი.

მისი თქმით, თუ ამგვარი დინამიკა შენარჩუნდება, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე მსჯელობა დაიწყება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ