მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში ინფექციის მკვეთრი ზრდა არ არის“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
1610525457
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება და არც იმის საჭიროება დგას ამ ეტაპზე, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება გახდეს საჭირო. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე სრული სტაბილიზაციაა.

„სტატისტიკის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სრული სტაბილიზაცია. დღეს ქვეყანაში არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა. დღეისათვის ჰოსპიტალებში ჩვენ გვყავს 3873 ადამიანი, 807 არის ჟანგბადდამოკიდებული, საიდანაც 245 პირი არის აპარატზე.

თავისუფალი გვაქვს 2972 ადგილი. დღის განმავლობაში ხდება 200-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ ჰოსპიტალური სექტორი სრულად მობილიზებულია. დამატებითი საწოლების მობილიზება საჭირო არ არის“, - აცხადებს მინისტრი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 13 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში სულ გამოვლენილია კოვიდინფექციის 243 255 შემთხვევა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 750 თბილისი, 234 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა