მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1623595111
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები უნდა გათამამდნენ.

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დავიცავთ ყველა წესსა და რეკომენდაციას, კოვიდ 19-ის მეოთხე ტალღა მსუბუქად ჩაივლის.

„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. ამის თქმა ვერაფრით დაამშვიდებს იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები.

თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით მაქსიმალურად, დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგი ტალღა იქნება მსუბუქი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4425 ადამიანი აიცრა

🔴 276 თბილისი, 45 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 522 ინფიცირება, 1074 გამოჯანმრთელება, 14 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 160 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა