მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მაშინ, როცა ქვეყანა ტურისტული სეზონით ტკბება“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1627995155
COVID-19

„იმ მომენტში როდესაც საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი და ამით ტკბება. იმ უამრავ დამატებით პრობლემაზე (ინფიცირებულებზე აღარ არის ლაპარაკი) არც კი არის საუბარი, რასაც კოვიდი იწვევს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

„იმ პრობლემებს შორის, რომელზეც საქართველო არ ფიქრობს არის პრობლემები, რომელიც ბავშვებს ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი - მკვლევარების თქმით, კოვიდ პანდემიის გამო სახლში და კომპიუტერის თუ ტელეფონის ეკრანებთან გატარებული დროის ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს ბავშვებში ახლომხედველობის შემთხვევების ზრდასთან.

კვლევა, რომელიც ჰონკონგში ექვსიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვთა ორ ჯგუფს შეეხო, არის უახლესი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩაკეტილობამ და სხვა შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მხედველობაზე: ჩინეთში მსგავსი ასაკის 120,000-ზე მეტი ბავშვის მონაცემები გამოქვეყნდა ამ წლის დასაწყისში, და გამოითქვა ვარაუდი რომ 2020 წელს ახლომხედველობა ანუ მიოპიის გავრცელება სამჯერ გაიზარდა.

ჰონკონგის ჩინური უნივერსიტეტის დოქტორმა ჯეისონ იამ, ახალი კვლევის თანაავტორმა, თქვა, რომ „სამუშაო ახლოს“ - როგორიცაა კითხვა, წერა ან ტელევიზორის ყურება - მიოპიის რისკფაქტორად ითვლება, ხოლო სახლის გარეთ გატარებული დროის გაზრდა დამცავ როლს თამაშობს.

ამ კვლევაში იამიმ და მისმა კოლეგებმა ორი ჯგუფი განიხილეს, ერთი მათ აიყვანეს 2015 წელს, ხოლო მეორე ჯგუფი 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 24 იანვრამდე, როდესაც დაიწყო პანდემია. პირველ ჯგუფზე განმეორებითი დაკვირვება მოხდა 3 წლის შემდეგ, ხოლო მეორე ჯგუფზე 8 თვის შემდეგ.

თვალის გამოკვლევების ჩატარების გარდა, ბავშვებს ეკითხებოდნენ თუ რა დროს ატარებდნენ ისინი გარეთ და შინ კომპიუტერის თუ ტელეფონის ეკრანებთან.

Covid- ის ეპოქის 709 ბავშვიდან და პირველი ჯგუფიდან 1 084 ბავშვის კვლევამ აჩვენა რომ მიოპიის სავარაუდო წლიური შემთხვევა დაახლოებით 30% იყო Covid- ის ეპოქის ჯგუფიდან მაშინ როცა პრეCovid-ის ეპოქის ჯგუფში 12% -ზე ნაკლები, რაც ნიშნავს მიოპიის შემთხვევების 2.5-ჯერ გაზრდა პანდემიის დროს.

კვლევამ ასევე გამოავლინა გარეთ გატარებული დროის მკვეთრი შემცირება რაც დღეში დაახლოებით 75 წუთიდან 24-მდე დაეცა მას შემდეგ, რაც შემოიღეს შეზღუდვები. ამავე პერიოდში, ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დრო გაიზარდა 3.5 საათიდან 8 საათამდე.

ჯეიმს ვოლფსონი, ასტონის უნივერსიტეტის ოპტომეტრიის პროფესორი, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, განუცხადა გარდიანს, რომ მინიმუმ კიდევ ცხრა კვლევამ გამოავლინა მიოპიის პროგრესირების ზრდა პანდემიის დროს. ასე რომ უამრავი პრობლემები გროვდება მაშინ როცა ქვეყანა ტურისტული სეზონით ტკბება“, - წერს ზაზა წერეთელი.