მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყნები, სადაც კორონავირუსისგან არავინ გარდაცვლილა

ფარერის კუნძულები
1597389216
COVID-19

კორონავირუსი მსოფლიოს 215 სახელმწიფოსა და დამოკიდებულ ტერიტორიაზეა გავრცელებული, მათგან 191-ში, მინიმუმ, 1 ადამიანი დაიღუპა, თუმცა კვლავ რჩება 24 ქვეყანა, სადაც გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ფარერის კუნძულები დანიის ავტონომიაა. მოსახლეობა 50 000 კაცს აღწევს. არქიპელაგზე ვირუსის პირველი შემთხვევა 4 მარტს დაფიქსირდა, 14 აგვისტოს მდგომარეობით სულ ინფიცირებულია 362 ადამიანი, საიდანაც არავინ გარდაცვლილა, 225 უკვე გამოჯანმრთელდა, 137 კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც განაგრძობს.

მონღოლეთში ვირუსმა 10 მარტს შეაღწია და 5 თვეში მათი რაოდენობა 297-მდე გაიზარდა. სტაციონარებში 28 პირი რჩება.

ვირუსს მსხვერპლი არ გამოუწვევია ასევე: ერითრიაში, ბუტანში, მაკაოში, ლაოსში და კიდევ 18 ქვეყანაში.

14 აგვისტოს მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით სულ ინფიცირებულია 21.072 მლნ ადამიანი, მათგან 757 ათასი გარდაიცვალა, 13.924 მლნ გამოჯანმრთელდა, 6.391 მლნ კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.