მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყნის გახსნას მკაცრი რეგულაციებით ვეთანხმები“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1611066388
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა უნდა გაიხსნას, თუმცა აუცილებლად მკაცრი რეგულაციების დაცვით.

პროფესორ ფხაკაძის თქმით, როდესაც რამე საზოგადოებრივი გაიხსნება, ფოკუსირება უნდა მოხდეს იმაზე, თუ სად არის ყველაზე მეტი ინფექციის გავრცელების წყარო.

„ქვეყნის გახსნას ვეთანხმები, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით. როდესაც რამე საზოგადოებრივს ხსნი, პირველი, რაზეც უნდა იყოს ფოკუსირება, უნდა იფიქრო, სად არის ყველაზე დიდი გავრცელების წყარო.

„გავრცელების პირველი წყარო არის საპირფარეშო. ყველაფერი უნდა იყოს სენსორებზე, როგორც წყალი და ხელსახოცი უნდა იყოს ქაღალდის. ეპიდემიის კუთხით, ლილოს ბაზრობა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, „სითი მოლი“. ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ფხაკაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ვირუსი ყველაზე მეტად სკოლის საპირფარეშოში ვრცელდება“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ გიორგი ფხაკაძე: მესამე ტალღა აპრილში უნდა დაიწყოს