მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა აცრის კაბინეტს აქვს ადრენალინი“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1616156959
COVID-19

„ყველა ჩარევა განხორციელდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება“,- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ახალციხეში, კლინიკა „იმედში“„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს.

გაბუნიას თქმით, ანაფილაქსიური შოკი არის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია, რომლისთვისაც ნებისმიერი ვაქცინაციის პროგრამა ემზადება.

„ანაფილაქსიური შოკის მართვა - ეს არის ყველაზე ბაზისური უნარ-ჩვევა, რომელიც ყველა ექიმს აქვს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, დამატებით მოამზადეს კიდევ ახალი პროტოკოლი, როგორ უნდა მოხდეს რისკების შეფასება და რა შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს“,- განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა დაწესებულებაში მედიკამენტი - ადრენალინი.

„ადრენალინი არის „ეპინეფრინის“ შემადგენელი ნივთიერება, რომელიც ყველა დაწესებულებაში არსებობს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტი გამოიყენეს. ცოტა უხერხულიც კი არის შეკითხვა, ადრენალინი არის თუ არა ქვეყანაში, რადგან მის გარეშე სამედიცინო სისტემა ვერ მუშაობს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სამედიცინო პერსონალმა გაიარა ტრენინგი, რომელსაც მონიტორინგს უწევდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ახალციხელი მედდა, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

აგრეთვე იხილეთ:

🔶„ჩვენთვის მთავარი გზა, ისევ არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება“ - თამარ გაბუნია