მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველანაირად ვეცდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს გზა გავუმარტივოთ“- ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1617793949
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა დღეს ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული საქართველოს სამი მოქალაქის ფაქტს, რომელთა ცხედრები მდინარე ენგურიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

როგორც ტიკარაძე აცხადებს ყველანაირად ეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს გზა გაუმარტივონ.“

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი როდესაც ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც სამწუხაროდ ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უწევთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და შესაბამისი მომსახურების მიღება.

ჩვენ გავუწიეთ მომსახურება 1 500-მდე ბენეფიციარს, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა საჭიროება ჯანმრთელობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავს შემთხვევებს, რომელსაც დღეს აქვს ადგილი. მე ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახის წევრების მწუხარებას. მსგავს შემთხვევებს წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი. ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული რეჟიმის თავიდან დასაღწევად უწევთ მიმართონ მსგავს ქმედებებს და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე.

ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება. საბჭოს ფორმატში ხდება ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენ განვიხილავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ ასევე სხვა რისკებს.

ეს საკითხი საბჭოზე დგას და ამ საკითხის რისკების ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისათვის, ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული საქართველოს სამი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები მდინარე ენგურიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მძიმე სოციალური პირობების გამო ცდილობდნენ.

მოქალაქეები, სავარაუდოდ, მდინარე ენგურის გადაცურვისას დაიხრჩვნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული 3 პირი გარდაცვლილი იპოვეს

✅ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება მოქალაქეებს ახალ ვებ-პორტალზე შეეძლებათ