მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაზე რეალურია ინდოეთიდან ვაქცინის შემოტანა“ - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე stopcov
1614840478
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის ყველაზე რეალური შანსი ინდოეთიდან არსებობს.

„დიდი პრობლემებია ევროკავშირსა და მწარმოებლებს შორის. ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ ვაქცინის შემუშავების პროცესში, წინასწარ აქვთ გადახდილი მილიარდობით დოლარი. წარმოებამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო.

ყველაზე დიდი მწარმოებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიდან არის ინდოეთი, საიდანაც ყველაზე მეტი შანსია ვაქცინის მიღების. ასევე მიდის მოლაპარაკებები ჩინეთთან და დასავლელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არასერიოზულია ჩინური და რუსული ვაქცინის განხილვა მანამ, სანამ ის ავტორიზებული გახდება ნორმალურ ქვეყნებში“ - გეგეჭკორი

თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ“ - ცერცვაძე ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე