მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლადო კახაძე: მზად ვარ ურწმუნოთა დასანახად, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე
1610454568
COVID-19

საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ლადო კახაძემ განაცხადა, რომ მზად არის პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.

„მზად ვარ, ურწმუნოთა დასანახად, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო, – განაცხადა ლადო კახაძემ.

„როგორც დარგის სპეციალისტი, როგორც საკანონმდებლო სივრცის წარმომადგენელი და ასევე ასაკის გათვალისწინებით, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად.“

ლადო კახაძემ ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს მიმართა, რომ ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აცრა საჯაროდ გაიკეთონ.

“მივმართავ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საპატრიარქოს, დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რათა ადამიანებს კიდევ ერთხელ მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, – განაცხადა კახაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ტიკარაძე

✔️„იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით, ვაქცინის პირველი პარტია მივიღოთ“ - თამარ გაბუნია