მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლენტეხში კორონავირუსზე გამოკვლეული 180 პირის პასუხი ცნობილია

ლენჯერი, კორონა
1598277161
COVID-19

ლენტეხში კორონავირუსზე გამოკვლეული 180 პირის პასუხი ცნობილია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 180 ადამიანიდან კოვიდ-19 არცერთს არ დაუდასტურდა.

ლენტეხის დაავადებათა კონტროლის ხელნძღვანელის გოგი ლიპარტელიანის ინფორმაციით, 28 პირს თვითიოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა. მათ მედიკოსები დააკვირდებიან და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში განმეორებითი ტესტები ჩაუტარდებათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კოვიდ-19-ის 1421 შემთხვევა, აქედან 1137 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.