მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლენტეხში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა

კორონავირუსის კარანტინი
1586531182
COVID-19

ლენტეხში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა. ამის შესახებ პრემიერის ვიცე-სპიკერმა ირკალი ჩიქოვანმა განაცხადა.

"ლენტეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად ჩვენ უფრო პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღეს არის მარნეულის და ბოლნისის რაიონებში. ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი განმარტებით, ლენტეხში აკრძალული იქნება შესვლა და გასვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებისათვის, როგორიცაა საკვების შეძენა, წამლების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ისევე, როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით, ლენტეხის რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება, აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ლენტეხის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები.

მისივე ინფორმაცით, ადგილზე უკვე დაწყებულია თერმოსკრინინგი, რომლებშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ასევე სამედიცინო პერსონალი, მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ლენტეხში საკვები პროდუქტის მიწოდება არ შეფერხდება.