მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: ჩემი ოჯახი ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კლინიკაში
1611693001
COVID-19

ექიმმა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“- ის ეთერშიკოვიდვაქცინაციის აუცილებლობაზე  ისაუბრა.

მისი თქმით ვაქცინა უნდა გახდეს ეფექტური ბრძოლის საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ.

„განთიადი არის ვაქცინა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის სანამ მოხდება ვაქცინა ქვეყანაში, მანამდე უნდა დავიცვათ ის, რასაც დღემდე ვაკეთებდით.

საბედნიეროდ არსებობს ვაქცინა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კორონავირუსი იყოს თავიდან აცილებული. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, სამეცნიერო საზოგადოება, ბიოტექნოლოგიური ცენტრები გვეუბნებიან, რომ ეს არის სარწმუნო ვაქცინა.

მე აუცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ. ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის, ანუ მკურნალობისათვის შესაძლებელი იქნება შემოტანილ იყოს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა.

ამასთანავე ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრის შემდეგ გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების შეცდომით.

✔️თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილი პირების კვლევა დაიწყება

✔️ამირან გამყრელიძე: წლის შუა რიცხვებში იქნება პირდაპირი მოხმარების ანტივირუსული წამლები

✔️რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება