მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კლინიკაში
1588147033
COVID-19

პირველ საუნივესრსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 81 პაციენტი რჩება, 9 პირი კი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"მთავარია რაოდენობა. ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც გვახარებს",- აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში საზღვარგარეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქის კორონავირუსზე კვლევის პასუხს ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 168 და გარდაცვლილია 6 პაციენტი.