მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: ინფიცირებულების 80%-ს სამედიცინო დახმარება არ სჭირდება

ექიმი ლევან რატიანი
1603214749
COVID-19

„ეს არაა დაავადება, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობამ შეიძლება თავიდან აირიდოს. თუმცა, შეიძლება ვიყოთ ინფიცირებულები მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა 80% პაციენტად არ ითვლება და მათ სამედიცინო მომსახურეობა არ სჭირდებათ. ისინი რამდენიმე დღესა თუ კვირაში გადალახავენ ამ დაბრკოლებას და იქნებიან ვირუსელიმინირებული“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების დანარჩენ 20%-ში დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო ან რთული მიმდინარეობის.

„კრიტიკული მდგომარეობა მხოლოდ ადამიანების 2-3%-ს ემუქრება. კორონავირუსის გართულებები დგება ასაკის ან ქრონიკული დაავადებების გამო“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

როგორც რეანიმატოლოგმა განმარტა, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კონსერვატიულმა მიდგომამ სახელმწიფოს მის შესახებ ინფორმაცია შესძინა.

„მივიღეთ ინფორმაცია, როგორი გავრცელებით ხასიათდება ვირუსი, როგორ ვუმკურნალოთ სიმპტომებს და ა.შ. გავიგეთ, რომ კორონავირუსი არ არის ისეთი დაავადება, რომელმაც უმეტეს შემთხვევაში შეიძლება გარდაცვალება გამოიწვიოს“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19 857შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 8666 და გარდაცვლილია 158 პაციენტი.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 პაატა იმნაძე: კრიტიკას ვერ მივიღებ, რადგან ამ მხრივ პრობლემა არ დგას

👉 რჩევა - როგორ უნდა ვიმოქმედოთ, თუკი კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდა

👉 რჩევები - რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციის შეწყვეტამდე