მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში ვაქცინაცია საჭირო აღარ არის

ექიმი ლევან რატიანი
1607072173
COVID-19

„ბევრი მეცნიერი წერს, რომ ამ ვირუსის გადატანის შემთხვევაში ვაქცინაცია საჭირო არ არის“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი მოიხდის ამ დაავადებას, მას ვაქცინა აღარაფერში არ დასჭირდება.

„თუ კი ვაქცინის შემოსვლამდე ადამიანებმა გადაიტანეს ეს სახადი დაავადება მათ აღარ დასჭირდებათ ვაქცინაცია. ის ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

უამრავი დაავადება არსებობს, რომლებიც უფრო ვერაგი იყო და კაცობრიობა მოერია მას“, - დასძინა ლევან რატიანმა სატელევიზიო ეთერში.

როგორც მან აღნიშნა კორონავირუსი როზალის ეფექტს შეადარეს.

„ეს არის ეფექტი, როდესაც არაცოცხალი ნაწილაკი იჭრება ადამიანის ორგანიზმში და მოქმედებს გენომურ აპარატზე. სადაც სუსტ წერტილს ნახავს იქ იწვევს ქრონიკული დაავადების გაშლას, რაც ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 Pfizer და BioNTech-ის კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის გამოყენების დაშვებისკენ მოუწოდებენ

🔴 კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებშიც ჩატარდეს