მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი კოვიდინფექციაზე: წინა პერიოდში უფრო აგრესიული იყო

საუნივერსიტეტო კლინის გენ დირექტორი
1600107110
COVID-19

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ამბობს, რომ კოვიდ-19 რამდენიმე თვის წინ გაცილებით აგრესიული იყო, ვიდრე დღეს.

ექიმის თქმით, კოვიდვირუსთან დაკავშირებით მედიკოსებმა ბრძოლა ისწავლეს და ბევრი ინფორმაციაც მოაგროვეს.

რატიანი აცხადებს, რომ კოვიდდადასტურებული პაციენტების უმრავლესობა საშუალო, მსუბუქი ან აკლინიკურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი იმდენად აგრესიული არ არის, როგორც წინა პერიოდში იყო.

„ეს ვირუსი სულ რამდენიმე თვეა რაც გაჩნდა ჩვენს სამყაროში, დაახლოებით 31-დეკემბრიდან. ეს პროცესი გლობალური და დინამიურია. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში არსებულ მონაცემებს, დღეს დაფიქსირდა 165 ახალი შემთხვევა, ტესტთა რაოდენობა, როგორც ვიცი, 9000-ზე მეტი იყო. ინფიცირებული პაციენტების უმეტესი ნაწილი არის ან საშუალო, ან მსუბუქი ან აკლინიკური ფორმის. ვირუსი უფრო მეტად იყო აგრესიული წინა პერიოდში.

ამ ვირუსთან ბრძოლა ვისწავლეთ ექიმებმა. სწავლაში ვგულისხმობ იმას, რომ დაგროვდა ბევრი ინფორმაცია, ბევრი გამოცდილება მივიღეთ, არ არსებობს სამკურნალო საშუალება, მაგრამ ვისწავლეთ როგორ უნდა ვიბრძოლოთ. გავა პერიოდი და ამ ომს მთელი სამყარო წარმატებით დაასრულებს“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ლევან რატიანმა.

ინფორმაციისთვის, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.