მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: კრიტიკულ პაცინტებთან დადებითი დინამიკა ფიქსირდება

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
1586333497
COVID-19

"კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მყოფ პაციენტებში დადებითი დინამიკა გვაქვს. რაც შეეხება ხანდაზმულ ქალბატონებს, მათ დღეს ჩაუტარდებათ განმეორებითი ტესტი და თუ პასუხები უარყოფითი იქნება, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას",- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 42 წლის ინფიცირებულ მამაკაც პაციენტთან, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, მიღწეულია მცირედი სტაბილიზაცია, ხოლო ორსულს, რომელსაც კორონავირუსი 22 კვირის თავზე დაუდგინდა, ინფექციაზე განმეორებითი ტესტი დღეს ჩაუტარდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის მალე დატოვებს კლინიკას.

საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 46 და გარდაცვლილია 3 პაციენტი.