მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: მომდევნო ორი კვირა მაინც თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი

პირველი საუნივერისტეტო კლინიკის რეანიმატოლოგი
1606293670
COVID-19

„მომდევნო ორი კვირა მაინც, თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ყველანაირი ურთიერთობისგან.

„თუ ინვფიცირდით ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ.

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 114 889 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 95 581 და გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თბილისი 1 314, აჭარა 523 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 იმნაძე: პიკის დასაწყისში ვართ და როგორ გადავიყვანოთ პლატოზე ამაზე ვსაუბრობთ

👉 ზაზა წერეთელი: ახალი წელი მოდის, შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია